საუკეთესო ადგილი ტექნიკის ყიდვა-გაყიდვისთვის..
განცხადების დამატება უფასოა!
ელ.ფოსტის შეცვლა
შეცვლა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და რჩევები
წერილის თემა
რეგისტრაციის პრობლემა
განცხადების განთავსების პრობლემა
პაროლის აღდგენის პრობლემა
მოდერაცია / დაბლოკვა
პროფილის გატეხვა / დაზიანება
ტექნიკური ხარვეზი
ფასიანი ბონუს-ფუნქციები
რეკლამის განთავსება
მადლობის წერილი
სხვა..
გაგზავნა
მოხმარების პირობები

ტერმინები

"საიტი"- ვებ გვერდი www.MarketON.ge
"მმართველი კომპანია"- ვებ გვერდი www.MarketON.ge-ს მმართველი კომპანია, შპს "ფაქტორიალი".
"მომხმარებელი"- ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც სარგებლობს საიტის მომსახურებით, ანთავსებს განცხადებას, ან ეძებს სასურველ პროდუქციას / მომსახურებას.
"განცხადება"- ვებ გვერდზე განთავსებული ინფორმაცია გასაყიდი პროდუქციის / მომსახურების შესახებ.

1. ხელშეკრულების ძირითადი პირობები.

1.1 მმართველი კომპანია არ არის არცერთი გარიგების ორგანიზატორი, თანამონაწილე, გამყიდველი ან მყიდველი. საიტი არის შუამავალი, რომელიც ეხმარება გამყიდველს და მყიდველს დაუკავშირდნენ ერთმანეთს.
1.2 მმართველი კომპანია უზრუნველყოფს განცხადებების განთავსებას ზუსტად შესაბამის განყოფილებაში, რაც მომხმარებელს ეხმარება პროდუქციის/მომსახურების ადვილად მოძებნაში.
1.3 მმართველ კომპანიას არ ეკუთვნის საიტზე განთავსებული არცერთი პროდუქცია/მომსახურება და არ ფლობს არანაირ დამატებით ინფორმაციას მათი რეალური მდგომარეობის შესახებ.
1.4 განცხადებაში მითითებული პროდუქციის/მომსახურების ხარისხი, უსაფრთხოება, კანონიერება და აღწერასთან შესაბამისობა არ კონტროლირდება მმართველი კომპანიის მიერ.
1.5 საიტზე განთავსებული ინფორმაცია ემსახურება მომხმარებლის პროდუქციის/მომსახურების რეალიზაციას და კონტაქტის დამყარებას სხვა მომხმარებელთან.
1.6 ნებისმიერი ფიზიკური თუ იურიდიული პირი საიტზე პირად ინფორმაციას ანთავსებს თავისი სურვილით, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე.
1.7 საიტზე ინფორმაციის განთავსებისას მომხმარებელი ეთანხმება, რომ ინფორმაცია იქნება ღია და ნებისმიერ მომხმარებელს შეეძლება მისი ნახვა.
1.8 გამომდინარე 1.7 პუნქტიდან მომხმარებელი თავის თავზე იღებს ყველა რისკს დაკავშირებულს ამ ინფორმაციის გავრცელებასთან.
1.9 საიტზე განთავსებულ ინფორმაციას არ აქვს იურიდიული ძალა, მომხმარებელი ვალდებულია ნებისმიერი ფინანსური გარიგების წინ გადაამოწმოს ინფორმაციის სისწორე.

2. განცხადების განთავსება

2.1 მომხმარებელს არ აქვს უფლება საიტზე განათავსოს განცხადება, რომლის შინაარსიც ეწინააღმდეგება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას.
2.2 საიტზე განცხადების განთავსებისთვის აუცილებელია, რეგისტრაციის ან Facebook-ის პროფილით პირველი ავტორიზაციის დროს დაეთანხმოთ საიტით სარგებლობის წესებს.
2.3 საიტზე განცხადების დამატების უფლება აქვს ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს, გარდა 18 წლამდე ფიზიკური პირებისა.
2.4 მომხმარებელი ვალდებულია საიტის ინსტრუქციების მიხედვით განათავსოს სრული ინფორმაცია გასაყიდი პროდუქციის/მომსახურების და შეთანხმების პირობების შესახებ.
2.5 განცხადების განთავსებით მომხმარებელი ადასტურებს, რომ მას აქვს განცხადებაში მითითებული პროდუქციის/მომსახურების რეალიზაციის უფლება.
2.6 მომხმარებელს შეუძლია განათავსოს განცხადება პროდუქციის (ახალი/მეორადი) თუ მომსახურების შესახებ. აღნიშნული პროდუქცია/მომსახურება აუცილებლად უნდა მიეკუთვნებოდეს საიტზე არსებულ შესაბამის კატეგორიებს.
2.7 განცხადება არ უნდა :
     2.7.1 იყოს მცდარი, არაზუსტი და არ უნდა შეჰყავდეს შეცდომაში მომხმარებელი.
     2.7.2 ემსახურებოდეს თაღლითობას, ტყუილს, ან ნდობით ბოროტად სარგებლობას.
     2.7.3 შეიცავდეს ინფორმაციას მოპარული, ან ყალბი პროდუქციის ყიდვა-გაყივდის შესახებ.
     2.7.4 ეხებოდეს მესამე პირის მატერიალურ და არამატერიალურ საკუთრებას, არ უნდა არღვევდეს მესამე პირის პირად უფლებებს.
     2.7.5 შეიცავდეს ინფორმაციას, რომელიც შელახავს მესამე პირის ღირსებას ან ბიზნეს რეპუტაციას.
     2.7.6 შეიცავდეს რელიგიური, ეთნიკური, თუ სხვა სახის უმცირესობათა დისკრიმინაციას.
     2.7.7 შეიცავდეს მუქარას ვინმეს მიმართ.
     2.7.8 მოუწოდებდეს კრიმანალური ქმედებისაკენ.
     2.7.9 უწევდეს მხარდაჭერას, ან პროვოცირებდეს ტერორისტულ და ექსტრემისტულ ქმედებებს.
     2.7.10 შეიცავდეს პორნოგრაფიულ შინაარსს.
     2.7.11 არღვევდეს რაიმე სხვა გზით საქართველოს მომქმედ კანონმდებლობას.
     2.7.12 შეიცავდეს საზიანო (ვირუსულ) კონტენტს რომელის საიტს შეუშლის ხელს ფუნქციონირებაში.
2.8 მომხმარებელს არ შეუძლია გამოიტანოს დასკვნა გარიგების ლეგალურობის შესახებ, გამომდინარე იმ ფაქტიდან, რომ პროდუქცია/მომსახურება განთავსებლია საიტზე.

3. მმართველი კომპანიის უფლებები და მოვალეობები

3.1 მმართველი კომპანია არ არის არცერთი შეთანხმების თანამონაწილე და არ არის პასუხისმგებელი არცერთი მომხმარებლის ქმედებაზე. ყველა მოლაპარაკება დგება უშუალოდ მომხმარებლებს შორის.
3.2 მმართველი კომპანია არ აგებს პასუხს საიტზე განთავსებული ინფორმაციის სიზუსტეზე.
3.4 მმართველი კომპანია ვერ იძლევა იმის გარანტიას, რომ განცხადების განმთავსებელი პირის საიტზე მოცემული მონაცემები დაემთხვევა მის რეალურ მონაცემებს.
3.5 ნებისმიერი განცხადება, რომელიც იქნება განთავსებული საიტზე 2.7 პუნქტის დარღვევით წაიშლება და მომხმარებელი, რომელმაც განათავსა ასეთი განცხადება მიიღებს გაფრთხილებას.
3.6 2.7 პუნქტის ორჯერ, ან მეტჯერ დარღვევის შემთხვევაში მმართველ კომპანიას უფლება აქვს დაბლოკოს მომხმარებელი ან საჭიროების შემთხვევაში მისი IP მისამართიც.
3.7 მმართველ კომპანიას უფლება აქვს დადებულ განცხადებას გაუწიოს მომხმარებლის მიერ მითითებული სახისგან განსხვავებული რეკლამირება.
3.8 მმართველი კომპანიას უფლება აქვს შეწყვიტოს ნებისმიერი განცხადების გამოქვეყნება ნებისმიერ დროს.
3.9 მმართველი კომპანია არ აგებს პასუხს საიტზე განთავსებული ინფორმაციის დაკარგვაზე ან დაზიანებაზე.
3.10 მმართველი კომპანია არ იძლევა გარანტიას საიტის მუდმივ და შეუფერხებელ მუშაობაზე.
3.11 შეთანხმების დარღვევის შემთხვევაში მმართველ კომპანიას უფლება აქვს დაბლოკოს მომხმარებელი ან მისი IP მისამართი.
3.12 მმართველ კომპანიას შეუძლია შეცვალოს ეს შეთანხმება ყოველგვარი სპეციალური შეტყობინების გარეშე. შეთანხმების ცვლილებები ასახული იქნება საიტის „მოხმარების პირობების“ განყოფილებაში.

4. მომხმარებლის უფლებები და მოვალეობები

4.1 მომხმარებელს არ აქვს უფლება გადასცეს თავისი მომხმარებლის პაროლი მესამე პირს.
4.2 პირადი მონაცემების გავრცელების შესახებ ნებისმიერი ეჭვის გაჩენის შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია სასწრაფოდ შეცვალოს ისინი.
4.3 მომხმარებელს ეკრძალება საიტზე 2.7 პუნქტისგან განსხვავებული განცხადების განთავსება.
4.4 მომხმარებელს ეკრძალება განცხადებაში ნებისმიერი სახის რეკლამირება (განსხვავებული განცხადების ობიექტისაგან), ან სხვა საიტის ბმულის მითითება.
4.5 მომხმარებელი ვალდებულია იმოქმედოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის და საიტის წესების შესაბამისად და აგოს პასუხი მის მიერ საიტზე განხორციელებულ ქმედებებზე საქართველოს კანონმდებლობით.
4.6 თუ მომხმარებელს უჩნდება რაიმე სახის პრეტენზია ან გაუგებრობა სხვა მომხმარებლის მიმართ, იგი წარადგენს თავის პრეტენზიებს უშუალოდ მომხმარებელთან, რომლის მიმართაც აქვს პრეტენზია, მმართველი კომპანიისგან დამოუკიდებლად. იგი ათავისუფლებს მმართველ კომპანიას (ასევე მის ნებისმიერ თანამშრომელს) ყოველგვარი მოთხოვნებისგან.
მათ შორის: ზარალის კომპენსაციისგან, ხარჯების ანაზღაურებისგან და ნებისმიერი დანახარჯის ანაზღაურებისგან დაკავშირებული საიტის მეშვეობით შემდგარ შეთანხმებასთან.
4.7 მომხმარებელი იღებს სრულ პასუხისმგებლობას საიტზე განთავსებული ინფორმაციის შესახებ, საიტი მას აძლევს საშუალებას მიაწოდოს ინფორმაცია სხვა მომხმარებლებს.