საუკეთესო ადგილი ტექნიკის ყიდვა-გაყიდვისთვის..
განცხადების დამატება უფასოა!
ელ.ფოსტის შეცვლა
შეცვლა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და რჩევები
წერილის თემა
რეგისტრაციის პრობლემა
განცხადების განთავსების პრობლემა
პაროლის აღდგენის პრობლემა
მოდერაცია / დაბლოკვა
პროფილის გატეხვა / დაზიანება
ტექნიკური ხარვეზი
ფასიანი ბონუს-ფუნქციები
რეკლამის განთავსება
მადლობის წერილი
სხვა..
გაგზავნა
FAQ
როგორ შევქმნა ჩემი პროფილი MarketON-ზე?

MarketON-ზე პროფილის შექმნის ორი გზა არსებობს.

თქვენ შეგიძლიათ გაიაროთ რეგისტრაცია სისტემაში, მარტივი ფორმის შევსებით (ელ.ფოსტის და პაროლის მითითებით) ან შეგიძლიათ პირდაპირ მიიღოთ წვდომა პროფილთან Facebook Sign In ფუნქციით, ანუ პირდაპირ შეხვიდეთ თქვენი უკვე არსებული Facebook-ის პროფილით.

შემოგვიერთდით დღესვე!

როგორ განვათავსო განცხადება?

განცხადების განსათავსებლად დააჭირეთ ღილაკს „ახალი განცხადება“ ზედა მარჯვენა კუთხეში. თქვენს წინაშე გამოჩნდება მარტივი და მოსახერხებელი განცხადების ფორმა.

დააჭირეთ ფუნქციურ ბმულს "აირჩიეთ კატეგორია" და წარმოდგენილი რუბრიკებიდან მონიშნეთ თქვენი პროდუქტის / სერვისის შესაფერისი ძირითადი და ქვეკატეგორია.

შეადგინეთ მაქსიმალურად მოკლე და კონკრეტული დასახელება, გამართულად აღწერეთ ის პროდუქტი / სერვისი რომლის გაყიდვაც გსურთ.

მიუთითეთ პროდუქტის / სერვისის რეალური ფასი ან გამოიყენეთ ფას-ფორმირების დამატებითი ოფციები, მაგალითად "შესაძლებელია დაკლება", "გაცვლა" ან სულაც "ფასი შეთანხმებით".

ატვირთეთ თქვენი გადაღებული ფოტოსურათი, ამით დაადასტურებთ პროდუქტის ფლობას, თუ სურათების გადაღება არ შეგიძლიათ, ატვირთეთ ინტერნეტში მოძიებიული ხარისფიანი ფოტოსურათები. სურვილისამებრ შეგიძლიათ დაამატოთ პროდუქტის / სერვისის ვიდეო მიმოხილვა YOUTUBE-დან.

და ბოლოს, თუკი პროფილში არ შეგივსიათ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია, ტელეფონის ნომრის და მისამართის მითითებას თქვენ განცხადების ფორმის ფარგლებშივე შეძლებთ.

რატომ დაიბლოკა ჩემი განცხადება?

განცხადების დაბლოკვის ძირითადი მიზეზები:
 
 - განცხადების სათაურში საკონტაქტო ან პერსონალური ინფორმაციის მითითება (საიტის მისამართი, ტელეფონის ნომერი, სკაიპი და სხვა);
 - განცხადების გამოქვეყნება იმ კატეგორიაში / ქვეკატეგორიაში, რომელიც მას არ შეესაბამება;
 - ერთი და იგივე განცხადების სხვადასხვა კატეგორიებში განთავსება;
 - განცხადებების დუბლირება (ერთი და იგივე განცხადების ბევრ ჯერ განთავსება);
 - ერთ განცხადებაში რამდენიმე პროდუქტზე ინფორმაციის გამოქვეყნება;
 - ატვირთული სურათი შეიცავდეს სარეკლამო ტიპის ინფორმაციას (საიტის მისამართი, ტელეფონის ნომერი, სკაიპი და სხვა);
 - ცუდი ხარისხის სურათების განთავსება, რომლებზეც არ ჩანს გამოსახული საგანი;
 - სურათების განთავსება, რომლებიც არ შეესაბამება აღწერილ პროდუქტს;
 - განცხადება შეიცავს რელიგიური, ეთნიკური, თუ სხვა სახის უმცირესობათა დისკრიმინაციას, პორნოგრაფიული ხასიათის ფოტოსურათებს, ძალადობის, უზნეობის ან სხვა სახის პროპაგანდას;
 - განცხადება შეიცავს ინფორმაციას აკრძალულ საქონელზე, ან რაიმე სხვა გზით არღვევს საქართველოს მომქმედ კანონმდებლობას;
 
დამატებითი ინფორმაციისთვის გაეცანით წესებს და მოდერაციის პირობებს.

როგორ გავყიდო უფრო სწრაფად?

უფრო ეფექტური და სწრაფი გაყიდვებისთვის საიტზე გათვალისწინებულია სხვა და სხვა ტიპის ბონუს ფუნქცია, რომელიც დაგეხმარებათ:

- განცხადბის ვიზუალური პრეზენტაბელურობის ამაღლებაში;
- განცხადების მოწინავე პოზიციებზე გადატანაში;
- განცხდების მოთავსებაში, მთავარ გვერდზე და სპეციალიზირებულ ბლოკებში;
- ფასდაკლების გამოცხადებაში;

გაიგეთ მეტი ბონუს ფუნქციებზე და გაყიდეთ სწრაფად!

როგორ მივაბა Facebook-ის ექაუნთი MarketON-ის პროფილს?

თუ თქვენ დარეგისტრირდით სისტემაში თქვენი ელ.ფოსტით და პაროლით, და მოგბეზრდათ ყოველ შესვლაზე ამ მონაცემების შეყვანა ავტორიზაციისთვის, შეგიძლიათ მარტივად მიაბათ თქვენი არსებული MarketON-ის პროფილი თქვენს Facebook-ს ექაუნთს და შეხვიდეთ სისტემაში ერთი კლიკით.

მიბმის განსახორციელებლად საჭიროა პროფილის მართვაზე გადასვლა და "Facebook კავშირის" ჩართვა. Facebook-ის პირობების დათანხმების შემდეგ თქვენი პროფილები დაკავშირდება და შემდგომ ავოტიზაციას შეძლებთ "შესვლი Facebook-ით" ღილაკზე დაკლიკებით.

თქვენს პროფილთან დაკავშირებული ყველა განცხადება და პირადი ინფორმაცია შენარჩუნებული იქნება.